ოჯახის სიწმინდე დღეს მასშტაბურად აღნიშნეს კახეთში. თელავში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ალავერდის ეპარქიის მღვდელმსახურებმა წირვა აღავლინეს, რომლის დასრულების შემდეგ, მრევლთან ერთად ერეკლე მეფის ძეგლის მიმართულებით ხატებით, ლოცვითა და გალობით გაემართნენ. მსვლელობას შეურთდნენ ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც.