ოჯახის სიწმინდის დღე

ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორე პარაკლისს მრევლთან ერთად გადაიხდის. მსვლელობა კონცერტით დასრულდება.

დეკანოზ ალექსანდრე გალდავას განცხადებით, მსვლელობის მიზანი ოჯახური ფასეულობების პოპულარიზაციაა. მისივე განმარტებით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება და განსხვავებული შეხედულებების ადამიანები, მათ სოციუმში შეზღუდვების გარეშე ცხოვრობენ.