ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე

ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები იყოს მტკიცე, ქრისტიანული, მორწმუნე, სადაც სარწმუნოება ჭეშმარიტია, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

სამების საკათედრი ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ილია მეორემ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა და დღევანდელი თარიღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ 2014 წელს გამოაცხადა.