ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა

კრწანისში, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. კურსები 25 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. სწავლისას კურსანტებმა საშტაბო და სამეთაურო კოლეჯის, ასევე მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის მსმენელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებულ სწავლებებში. მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.