„ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამუშაოები
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე 300 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების, სრულად ადაპტირებული საბავშვო ბაღი შენდება. ამ ეტაპზე საძირკვლის მოწყობა დასრულებულია. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება, მშენებლობის დასრულება კი – 2027 წლის ივლისში იგეგმება. ამასთან, გამოცხადდა კონკურსი 1500 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე. ამჟამად, რკინა-ბეტონის სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს სახურავების, ფასადებისა და საინჟინრო სისტემების მოწყობა, შიდა მოპირკეთება და კარ-ფანჯრების მონტაჟი. პროექტის ფარგლებში სულ 1 077 ბინა მოეწყობა. პირველ ეტაპზე კი – საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში 582 ოჯახს გადაეცა.