„ოცნების ქალაქში“ აქცია გაიმართა

აქცია გაიმართა ე.წ. ოცნების ქალაქში – მოსახლეობა მოითხოვს, ხელისუფლებამ დროულად დაიწყოს დაპირებული კორპუსის მშენებლობა და 1000-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილოს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ მშენებლობის დაწყების პროცესი გაჭიანურდება და პრობლემა კვლავ მოუგვარებელი დარჩება.

აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ პროექტისთვის ოც მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული და მოსახლეობის ეჭვი უსაფუძვლოა. მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. რაც შეეხება კორპუსის მშენებლობამდე ინფრასტრუქტურის მოწყობას, ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ეს ქაოტური დასახლებაა და შესაბამისი ტექნიკა მუშაობას ვერ შეძლებს. „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობა საპროტესტო აქციას დღეს აჭარის მთავრობის სახლთან გეგმავს.