ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მეორე ეტაპის ფარგლებში აშენდება ცხრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლებშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. პროექტი 2028 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში კი, ტერიტორიაზე სამი 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა და ბინა 582 ოჯახს გადაეცა. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც მიმდინარეობს.