„ოცნების ქალაქის“ მშენებლობა

21:16, 09.11.2025

„ოცნების ქალაქში“ 580 ოჯახისთვის საოცნებო ჭერი უკვე რეალობაა. საქართველოში უპრეცედენტო სოციალური პროექტის მეორე ეტაპზე კაპიტალურ საცხოვრებელს კიდევ 1077 ოჯახი მიიღებს. მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ახალმოსახლეებს 2028 წლის დასაწყისისთვის ელოდება. იქამდე კი მუყაოს ქოხებში მცხოვრებლებმა რთული გზა სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში გამოიარეს. 2012 წელს ბათუმში ე. წ. ოცნების ქალაქში 1600 ოჯახი თვითნებურად დასახლდა და მათი დიდი ნაწილისთვის რთული საყოფაცხოვრებო პირობები ისევ ყოველდღიურობაა.

ცხოვრების და ოცნებების ისტორია – მერაბ წულუკიძის და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი ბათუმიდან.

მსგავსი