გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა კახეთში, კომპანიის „ივრის ფერმები“ ნუშის ბაღები დაათვალიერა.
კომპანია სახელმწიფო პროექტების ბენეფიციარია, სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და „დანერგე მომავლის“ საგრანტო პროგრამით. კომპანია „ივრის ფერმები”, რომელიც 2022 წელს დაარსდა, ორიენტირებულია კაკლოვანი კულტურების წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე. დღეისათვის კომპანიის ნუშის ბაღები, 350 ჰექტარს მოიცავს. დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში კაკლოვანი კულტურების, მათ შორის ნუშის, წარმოების პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენებას.