ნუგზარ იდოიძე - კესელოს მცველი 

თუშეთში, ომალოს მაღლობზე, ერთ-ერთი უძველესი ციხე-სოფელი დგას – კესელო. ეს ციხე-ნაგებობა მე-16–17 საუკუნეებში აიგო და წარსულში ქვეყანას მტრის შემოსევებისგან იცავდა. დრომ და ომებმა კესელოსაც თავისი კვალი დაატყო – გადარჩენა კომპლექსის მხოლოდ ნაწილმა შეძლო, ამაში კი დიდი წვლილი ერთ კონკრეტულ ადამიანის მიუძღვის – ნუგზარ იდოიძემ ადგილობრივები გააერთიანა, შემოიკრიბა უცხოელი მეგობრები, დააარსა ფონდი, კოშკებს რეაბილიტაცია ჩაუტარა და ეთნოგრაფიული მუზეუმიც გაიხსნა. თუმცა, ბოლო წლებში ციხეს ისევ დახმარება სჭირდება, ერთი კოშკი დაბზარულია, მეორე კი – სტიქიამ დააზიანა, შესაბამისად, მუზეუმი დროებით დახურულია.

ნუგზარ იდუიძისა და კესელოს ციხის შესახებ ნათია ქენქაძე და ზაზა შუკვანი გიამბობთ.