მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის, ნუგზარ გოგბერაშვილის ადმინისტრაციული საქმის განხილვა იწყება ამ წუთებში სასამართლოში. მას 9 აპრილის ქუჩის გადაკეტვას ედავებიან. როგორც გოგბერაშვილმა განაცხადა, კადრებშიც ჩანს, რომ ტროტუარზე დააკავეს და წინააღმდეგობა არ გაუწევია. მისივე თქმით, პოლიციელებს მის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდათ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ.