რეჟისორ და მსახიობ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში, იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი – კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი. ის იყო არაერთი ცნობილი თეატრალური დადგმის ავტორი. ამასთან მას შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „ღიმილის ბიჭები“.