ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის დღეს დაკრძალავენ

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, დილიდან რეჟისორისა და მსახიობის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. უკანასკნელ გზაზე მას კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები აცილებენ. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინკსკი იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში. ასევე

ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში. იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი – კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი. შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „ღიმილის ბიჭები“. რეჟისორი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სვეტიცხოვლის ტაძარში, მამის, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის გვერდით დაკრძალავენ.