ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს

ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

მსახიობი და რეჟისორი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი კარიერულ წარმატება ცნობილ რეჟისორს, მიხეილ თუმანიშვილს უკავშირდება. სწორედ თუმანიშვილთან მიიყვანეს 16 წლის ასაკში, სადაც ჯერ მსახიობის ოსტატობას დაეუფლა, შემდეგ კი რეჟისორიც გახდა. დადგმული აქვს არაერთი სპექტაკლი, რეჟისორად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში. საზოგადოებას თავი განსაკუთებით ღიმილს ბიჭებში შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლით შეაყვარა. რეჟისორისა და მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა, სადაც მის ხსოვნას კოლეგებთან და საზოგადების სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად პატივი მიაგეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის პირველი ნაბიჯები კარიერაში და მისი შემოქმედება – ნახეთ თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟში.