გარდაიცვალა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. ის საქართველოს სამეფო სახლს 1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა. იყო თუმანიშვილის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მიხეილ თუმანიშვილის გამორჩეული მოწაფე. ის ასევე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში. ამასთან, 1991-94 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში, 1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი – კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი. იყო არაერთი თეატრალური დადგმის ავტორი. ამასთან, ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს შესრულებული ფილმში „ღიმილის ბიჭები“. ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.