ნუცა დუჩიძის პერსონალური გამოფენა

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მხატვარ ნუცა დუჩიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ზღვისპირა ქალაქში ეს მისი მეორე გამოფენაა, თუმცა, ამჯერად მხატვარმა რეტროსპექტივასთან ერთად, სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილი ნამუშევრები წარადგინა, რომელსაც ცალკე სივრცე დაეთმო და ავტორმა მას „გზა უშენოდ“ უწოდა. ექსპოზიციის გახსნაში ცნობილ მხატვრებთან და ხელოვნების მოყვარულებთან ერთად, ნუცა დუჩიძის მეგობრებიც მონაწილეობდნენ.

გამოფენა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.