„ნუ მოჭრი ბზას“
ბზობის საუფლო დღესასწაულამდე ზუსტად ერთი კვირა რჩება. ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც ამ დღესთან არის დაკავშირებული. მას ზოგჯერ „კავკასიურ პალმასაც“ უწოდებენ, რადგან მორწმუნეებისთვის ბზობა სწორედ იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლას განასახიერებს. მაცხოვარს წმინდა მიწაზე პალმის რტოებით ეგებებოდნენ, ჩვენთან კი დღესასწაულს ბზის ტოტებით ხვდებიან. კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის წინაშეა და ის საქართველოს „წითელ წიგნშია“ შეტანილი. ამის მიზეზი სხვადასხვა დაავადებასთან ერთად, ბზის დაუდევარი ჭრაა. ამიტომ, დღესასწაულის მოახლოებისთანავე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას „ნუ მოჭრი ბზას“ უკვე ყოველწლიურად ატარებს.
დეკორატიული სახეობებისგან განსხვავებით, კოლხური ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან მისი ტოტების დაზიანება კანონით დასჯადია.
ნატა ტაბიძის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები