საქართველოს ქურთული ასოციაციის „რონაის“ ორგანიზებით, ნოვრუზისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. სიტყვით გამოვიდნენ მიწვეული ოფიციალური პირები და თემის წარმომადგენლები, რომლებმაც სტუმრებს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცეს და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საღამოზე შესრულდა ტრადიციული ქურთული მუსიკალური ნომრები და ცეკვები.