ნოვრუზ ბაირამობა

გარდაბანში დილიდან ნოვრუზ ბაირამობას აღნიშნავენ.

დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კულტურისა და დასვენების პარკში იმართება. სხვადასხვა შეჯიბრში გამარჯვებულები  სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სადღესასწაულო კონცერტი.

ნოვრუზ-ბაირამობა ახალ დღეს ნიშნავს. დღესასწაულს ეთნიკური აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ.