ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული - პრემიერის მილოცვა

პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს შეხვდა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ. პრემიერის განცხადებით, ნოვრუზ ბაირამის ახალი წლის დაწყების, ახალი სიცოცხლის სიმბოლოა. ირაკლი ღარიბაშვილმა პირველ ჯერზე პრემიერობის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ის პირადად ჩადიოდა მარნეულში. პანდემიის გამო კი, დღესასწაული წელს განსხვავებულ ფორმატში აღინიშნება.

მოამბე

 

დატოვე კომენტარი