ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული

საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაულს აღნიშნავენ. სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა მარნეულში. ადგილზე პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა, რომელმაც ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა. ამ დღეს ოჯახებში ამზადებენ ტრადიციულ კერძებს და ტკბილეულს. ეხმარებიან გაჭირვებულ მოსახლეობას.

2010 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე კი, ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.