ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული

დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. თუმცა, წელს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ღონისძიება გაუქმდა. მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას  სახლში დარჩენას ურჩევს. სადღესასწაულო განწყობას მხოლოდ ქუჩებში გაკრული სადღესასწაულო ბანერები ქმნის. 2010 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა  და ოფიციალურად  შეტანილია კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.