ნოურუზ ბაირამის დღესასწაული

ნოურუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს.

ნოურუზი გაზაფხულის დღესასწაული და ახალი წლის დადგომაა მზის ასტრონომიული კალენდრის მიხედვით.