ნორვეგიის მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ნორვეგია მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას. ამ განცხადებაში, ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობა, რომელიც ცხინვალს აკონტროლებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ვაჟა გაფრინდაშვილს და მისცემს მას ოჯახთან დაბრუნების უფლებას.

20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ქართველ ექიმს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.