„ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შედეგები

შეთანხმება, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ფურცელზე რჩებოდა, უნდა შესრულდეს, – ამ შედეგით დასრულდა შეხვედრა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ელოდა.

პარიზში, ელისეს სასახლეში შეკრებილი ოთხი ლიდერი ჟურნალისტების წინაშე კონკრეტული შედეგებით წარდგა. სამწლიანი პაუზის შემდეგ გამართული ნორმანდიული ფორმატის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დეკემბრის ბოლომდე უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლი უნდა შეწყდეს. მითუმეტეს, რომ გუშინდელი მოლაპარაკების დროსაც კი დონბასში აფეთქების ხმა ისმოდა. მხარეები ტყვეების გაცვლაზეც შეთანხმდნენ. ამის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტი მაინც უკმაყოფილოა. ზელენსკი, რომელიც ვლადიმერ პუტინს ცალკეც შეხვდა, ამბობს, რომ მეტს ელოდა.