„ნორჩი რეინჯერები“
გარემოსდაცვითი განათლება წარმოადგენს სწავლებას, რომელიც აყალიბებს გარემოსდაცვით შეგნებას, ღირებულებებსა და უნარ-ჩვევებს, რისი საშუალებითაც ადამიანი და მთლიანად საზოგადოება მონაწილეობს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი, „ნორჩი რეინჯერი“, რომელიც დაცული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით ხორციელდება. მთელი წლის განმავლობაში მოსწავლეების, პედაგოგებისა და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მონაწილეობით იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები, საინფორმაციო შეხვედრები, სემინარები, ეკოტურები, საველე სამუშაოებს კი პროექტის მონაწილეები რეინჯერებთან ერთად ახორციელებენ.
„ნორჩი რეინჯერები“ მაჭახელას ეროვნული პარკიდან, მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟში #მოამბერეგიონები