ნონკონფორმისტი მხატვრების გამოფენა

„თავისუფლებით შთაგონებული ხელოვნება“, – სიღნაღი ახალ გამოფენას მასპინძლობს.

ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის და ექვსი ნონკონფორმისტი მხატვრის ნამუშევრებია წარმოდგენილი. 50-ზე მეტი ფერწერული, გრაფიკული თუ კოლაჟური ნახატები ერთ საგამოფენო სივრცეში პირველად გამოიტანეს.

ნონკონფორმისტულ მხატვრობას სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საბჭოთა რეჟიმი ყველა სახის განსხვავებულ აზრს კრძალავდა. სიღნაღის მუზეუმში გამოფენილი ნამუშევრებიც სწორედ რეჟიმისადმი შეურიგებლობას გამოხატავს.

ექსპოზიციის ნახვას დამთვალიერებელი 2022 წლის ხუთ მაისამდე შეძლებს.