ნონა გაფრინდაშვილი სენიორთა შორის ვიცე-ჩემპიონია

15:26, 02.11.2025

იტალიის ქალაქ გალიპოლიში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში სენიორთა შორის. შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა, რომლებმაც სამი მედალი მოიპოვეს. +50 ასაკობრივ კატეგორიაში მიხეილ კეკელიძემ მეორე ადგილი დაიკავა, + 65 კატეგორიაში კი – ზურაბ სტურუა ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამავე კატეგორიაში ქალთა შორის, ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 11 ტურად ჩატარდა.

მსგავსი