ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ - საქმის ახალი დეტალები

ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ. გახმაურებულ სარჩელზე ზეპირი განხილვა ჩაინიშნა. სხდომა 24 იანვარს გაიმართება. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატებისგან ცნობილი ხდება, რომ „ნეტფლიქსმა“ სასამართლოში იშუამდგომლა სამართალწარმოების შეწყვეტით. საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა სერიალის ერთ-ერთი სცენარისტი.