ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სასამართლო პროცესი ამერიკაში.

კალიფორნიის შტატის სასამართლოში ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის რეზონანსული საქმის სამართლებრივი განხილვა იწყება. 25-გვერდიანი სარჩელის ღია ზეპირი განხილვა 24 იანვარს იგეგმება. მოპასუხე მხარე 24-წლიანი ისტორიის მქონე ცნობილი ამერიკული კომპანია „ნეტფლიქსია“, დავის საგანი კი მინისერიალი და „ოქროს გლობუსის“ ორ ნომინაციაში გამარჯვებული „ლაზიერის გამბიტი“, რომლის ერთ-ერთი ეპიზოდი მცდარ ფაქტს შეიცავს. ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები 1968 წლის მოვლენების ამსახველ იმ ეპიზოდს ასაჩივრებენ, სადაც ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკეებთან არასოდეს უთამაშია, ის ასევე რუს მოჭადრაკედ არის მოხსენიებული.

ლეგენდარული მოჭადრაკის ადვოკატების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება სერიალის იმ სცენარისტის ჩვენება იქნება, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოკითხეს.