ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიო ჩემპიონის მორიგი ტიტული

ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ამ ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა და ის ჭადრაკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენად რჩება. მან 11 ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ხუთჯერ მოიპოვა. ნონა გაფრინდაშვილი პირველი საჭადრაკო „ოსკარის“ მფლობელი და „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატია. გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ სპორტსმენს კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.