ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

კიდევ ერთი ტიტული. ნონა გაფრინდაშვილმა ამჯერად 65 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. მან 11 შესაძლებლობიდან, 8,5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულს მეშვიდედ დაეუფლა.