ნონა გაფრინდაშვილი ახალციხეში
ახალციხეს ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი ეწვია. ღონისძიების ფარგლებში, ჭადრაკით დაინტერესებულ მოსწავლე-ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ ჭადრაკის დედოფალს, გასაუბრებოდნენ და დასწრებოდნენ მის მასტერკლასს.
ნონა გაფრინდაშვილმა ახალგაზრდებთან საჭადრაკო ცხოვრებაზე ისაუბრა, მათ კითხვებს უპასუხა, რჩევები მისცა და წარმატებები უსურვა. შემდეგ კი მოსწავლეებთან მეგობრული პარტია ითამაშა, სადაც პირველი სვლა სიმბოლურად მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა გააკეთა.