ნონა გაფრინდაშვილი 85 – საიუბილეო საღამო

12:04, 28.06.2026

რუსთაველის თეატრში ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებაზე მაყურებელმა მოჭადრაკის ცხოვრების გზა და გამარჯვებების ისტორია გაიხსენა. საქართველოს და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის ნონა გაფრინდაშვილს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. ის ამ ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი