ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო გადაეცა

კანადაში ქართული დიასპორის ინიციატივით, 2010 წლის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო გადაეცა. ღონისძიება კანადის ბრიტანეთის კოლუმბიაში ქართული დიასპორის ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით გაიმართა. საპატიო მედალი ნოდარ ქუმარიტაშვილის დას – მარიამ ქუმარიტაშვილს გადაეცა.

ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წელს, კანადაში, ოლიმპიადაზე ასპარეზობისას ტრაგიკულად დაიღუპა.