ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას სამოქალაქო პანაშვიდი
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად, ნოდარ დუმბაძის მეუღლის, ნანული გუგუნავას ოჯახს მიუსამძიმრა. სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ნანული გუგუნავა ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.