ნოდარ დუმბაძე 98 

22:02, 14.07.2026

ცნობილი ქართველი მწერალი მის მშობლიურ მხარეში დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ნოდარ დუმბაძე 98 წლის გახდებოდა. საიუბილეო თარიღი ჩოხატაურში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს და ბევრი ისაუბრეს მწერლისა და საზოგადო მოღვაწის უნიკალურ შემოქმედებაზე, რომელიც სხვადასხვა სცენაზე და კინოეკრანზე გრძელდება. გამორჩეული იყო თხრობის სტილით და საოცარი იუმორით. ყველასთვის საყვარელი და დაუვიწყარი პერსონაჟების შემქმნელს, არაერთი პიესის, ლექსის, მოთხრობის, პუბლიცისტური წერილის თუ კინოსცენარის ავტორს, საბავშვო ქალაქ „მზიურის“ გაშენების ინიციატორსა და საბავშვო ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორს სიცოცხლეშივე არაერთი პრემია და ჯილდო აქვს მიღებული, მისი შემოქმედება პოპულარული იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც – ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები არაერთ ენაზეა თარგმნილი.

მსგავსი