ნიუ-იორკში ვერტმფრენის ცათამბჯენთან შეჯახებას პილოტი ემსხვერპლა

ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცათამბჯენზე, ვერტმფრენი ავარიული დაშვების დროს ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა პილოტი. სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება მალევე შეძლეს. გარდაცვლილი ტიმ მაკკორმაკი აღმოჩნდა. კატასტროფის შედეგად, 54 სართულიანი  ცათამბჯენის სახურავზე ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულ  მეხანძრეებს  მის სალიკვიდაციოდ 30 წუთი დასჭირდათ. ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზის  დასადგენად სრულმასშტაბიანი გამოძიება დაწყებულია.