ნიუ იორკში, მანჰეტენის ჩრდილოეთ ნაწილში, ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

ნიუ იორკში, მანჰეტენის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძრის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის შვიდი მეხანძრე, ერთი პოლიციელი და ერთი ადგილობრივი მოსახლეა. ხანძრის დროს მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

ცეცხლის ჩაქრობაში 200 მეხანძრე მონაწილეობდა. ხანძრის ლოკალიზებას ქარიანი ამინდი ხელს უშლიდა. ცეცხლი ჰარლემში მდებარე 6-სართულიანი შენობის ბოლო სართულზე გაჩნდა.

მომხდარის მიზეზი უცნობია.