ნიუ იორკის მოდის კვირეული

ნიუ იორკში მაღალი მოდის ერთკვირიანი ზეიმი  დასრულდა. კვირეული ცნობილი ამერიკელი დიზაინერების საგაზაფხულო კოლექციებით და საიუბილეო თარიღებით იყო გამორჩეული. 50 წელი პოდიუმზე რალფ ლოურენმა, 30 – კი მარკ ბედგლიმ და ჯეიმს მიშკამ სადღესასწაულო ჩვენებებითა და წვეულებებით აღნიშნეს.

კვირეულს ჰოლივუდის ვარსკვლავები, ცნობილი სახეები და დიზაინერები სტუმრობდნენ. ნიუ იორკის შემდეგ, ესტაფეტა ლონდონში გადადის, მანამდე კი თვალი გადავავლოთ, რა იქნება ტრენდული მომავალი სეზონზე.