ნიუ იორკის მერის არჩევნები - ხმაურიანი პოლიტიკური დაპირისპირება  

ნიუ იორკი ახალ მმართველს ირჩევს.

რამდენიმე საათში საარჩევნო უბნები დაიხურება. წინასწარ გამოკითხვებში „დემოკრატების“ კანდიდატი ლიდერობს. მას მეტოქეობას „რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი და ქალაქის ყოფილი გუბერნატორი უწევენ, რომელიც ასევე „დემოკრატიული“ პარტიიდანაა, თუმცა პარტიულ პრაიმერისში წაგების გამო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობს. გამოკითხვებში მოწინავე 34 წლის ზოჰრან მამდანი, რომელიც წარმოშობით უგანდელია, თავს „დემოკრატ სოციალისტს“ უწოდებს და არჩევნებს ქალაქის მომავლისთვის ისტორიულ მომენტად აცხადებს. გამოკითხვებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი „რესპუბლიკელების“ კანდიდატ კურტის სლაივას აქვს. ბოლო ინტერვიუში დონალდ ტრამპმა მამდანი მწვავედ გააკრიტიკა. მისი გამარჯვების შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტი ნიუ იორკისთვის გამოყოფილ თანხას გაფლანგულად მიიჩნევს.

ვის აირჩევს ნიუ იორკი და როგორი იქნება სურათი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ – პროგნოზები არაერთგვაროვანია.