ნიქოზის ანიმაციის ფესტივალი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ნიქოზი კიდევ ერთხელ გახდება ანიმაციური ფილმების ავტორთა თავშეყრის ადგილი. წლევანდელი საფესტივალო პროგრამა მრავალფეროვანია. ღონისძიებაზე საკუთარ ანიმაციურ ნამუშევრებს ქართველ რეჟისორებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ავტორებიც წარადგენენ.

წლევანდელ სტუმრებს შორის პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებული რეჟისორებიც იქნებიან.