ნინოწმინდა-ახალქალაქის მიმართულებით გადაადგილება აკრძალულია

12:12, 17.02.2021

ნინოწმინდა-ახალქალაქის მიმართულებით, გადაადგილება აკრძალულია. ახალციხის შესასვლელში ათამდე სატვირთო მანქანაა გაჩერებული. უამინდობის გამო, სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის მიმართულებით, ავტომობილების ნაწილს მოძრაობა აეკრძალა.

 

მსგავსი