ნინოშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლების საპროტესტო აქცია

ნინოშვილისა და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობა სპორტული მოედნის ადგილას კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათი განცხადებით, ეს ტერიტორია ადრე “ცენტრ პოინტს” ჰქონდა შესყიდული, თუმცა, კომპანიის გაკოტრების შემდეგ, კვლავ მერიას დაუბრუნდა.

მოსახლეობის განმარტებით, ახლა მშენებლობის ნებართვას სხვა კომპანია ითხოვს, რასაც მოჰყვა კიდეც ადგილობრივების პროტესტი. მოსახლეობა ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვს.