ნინოობა

ნინოობა განსაკუთრებულად აღნიშნეს ბოდბეში, სადაც წმინდანი განისვენებს. ამ დღესთან დაკავშირებით, ბოდბის მთავარეპისკოპოსმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსახურება ჩაატარა. წმინდანის საფლავის მოსალოცად და დღესასწაულის აღსანიშნად ბოდბეში დღეს მორწმუნეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ.