ნინოობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნინოობას აღნიშნავს – დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა. სიონის ტაძარში წირვა მეუფე შიომ აღავლინა. სწორედ წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეკავათ.

საქართველოს ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ – პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღნიშნავს.