ნინო წილოსანის განცხადება
მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული მოვლენების შეფასება ემყარებოდეს ფაქტებსა და არა პოლიტიკურ ინტერესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც წილოსანი აღნიშნავს, აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიაა და მისი გამოყენება ვიწროპარტიული მიზნებისთვის დაუშვებელია.
„ვიდრე ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, ისინიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი, რომელსაც გულანთებული „ენჯეოშნიკები“, მაგალითად, გიორგი ბურჯანაძე და საბა ბრაჭველი აპიარებდნენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულზე ღიად და საჯაროდ მიმდინარეობს დისკუსია, როდესაც აშკარად იკვეთება გარე ძალების ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში, მათი აგენტურა კი გაშიფრულია, დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ისტორიული მოვლენების შეფასება ემყარებოდეს ფაქტებსა და არა პოლიტიკურ ინტერესებს. აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიაა და მისი გამოყენება ვიწროპარტიული მიზნებისთვის დაუშვებელია“, – წერს წილოსანი.