ნინო წილოსანის გამოხმაურება

ოპოზიციისა და აქტივისტების დაფინანსების შესახებ „ტელეგრაფში“ წერს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ნინო წილოსანი. განცხადებაში ნათქვამია: „ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები. ყველა რევოლუციის მცდელობა მხარდაჭერილია ამა თუ იმ უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან. დღეს რადიკალი აქტივისტები და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური პარტიები აწყობენ აქციას, თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვის მიზნით. ეს იქნება დანაშაული თითქმის ყველა ქვეყნის კანონით, დანამდვილებით დანაშაულია ქართული კანონმდებლობით. აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა ევროკავშირმაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს.”- წერს წილოსანი.