ნინო წილოსანის ანგარიში

ლანჩხუთი-ჩოხატაურის #60 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა მოსახლეობას 2018 წლის საქმიანობის ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმები წარუდგინა.

დეპუტატმა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ბიუროს მიერ ჩატარებული კარდაკარ კვლევის შედეგებით გამოიკვეთა და 2019 წლის პროექტებში აისახა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ საჯარო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული 2019 წლის ინფრასტრუქტურული გეგმები – გზების მოწყობის, გაზიფიცირების, წყალმომარაგების, სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტები.

შეხვედრის დასასრულს მაჟორიტარმა მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხა.