ნინო სურგულაძე კამპანიას „იმოგზაურე საქართველოში“ უერთდება

კამპანიას „იმოგზაურე საქართველოში“ უერთდება ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე.

„საქართველო ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ყველას გიმასპინძლებენ გულითადად! გელით ყველას ჩემს სამშობლოში“,- ამბობს მომღერალი.

სიცილიის ქალაქ ტაორმინაში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, მან დამსწრეები საქართველოში მოიწვია.